საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერების დუელი შედგა, რომელშიც „დინამო ბათუმისთვის“ მისაღები ფრე დაფიქსირდა - 2:2.
„დინამო თბილისი“ 7 ქულით ჩამორჩებოდა კონკურენტს და მოედანზე აუცილებლად 3 ქულისთვის გავიდა, რასთანაც დედაქალაქელები ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწიეს.
თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს კადეტემ და მეორე ნახევრის დასაწყისში გიორგი ხარაიშვილმა ორი გოლით უპასუხეს. 67-ე წუთზე გიორგი ლორიამ მამუჩაშვილს პენალტი აუღო და თავისი გუნდი იხსნა, მაგრამ სტუმრებმა მაინც ვერ მოიგეს, რადგან პაატა ღუდუშაურმა 73-ე წუთზე გაათანაბრა და თამაშიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
შედეგად, „დინამო ბათუმს“ 56 ქულა აქვს და 7 ქულით უსწრებს „დინამო თბილისს“, რომელიც მეორე ადგილზეა. აჭარლები მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდებიან, თბილისელები - „საბურთალოს“.
„საბურთალოს“, რომელმაც დღეს „თელავთან“ საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო. კახური გუნდი გიორგი მიქაძის ხელში ძალიან შედეგიანად თამაშობს და სახიფათო ზონას ნელ-ნელა შორდება. „საბურთალო“ მარცხის მიუხედავად მესამე ადგილს ინარჩუნებს.
გორის „დილამ“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე „სამგურალს“ 2:0 მოუგო, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში 2 ქულით გადაასწრო და მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (4), 1:1 კადეტე (37), 1:2 ხარაიშვილი (52), 2:2 ღუდუშაური (73)
„საბურთალო“ – „თელავი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 რუხაძე (34, პენ)
„დილა“ – „სამგურალი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვანდერსონი (38), 2:0 სარდალიშვილი (47)