თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სუპერთასი მოიგო, რომელმაც ფინალში „ბრეშა“ ძალიან ადვილად, 97:60 დაამარცხა.
ბოლონიელთა უპირატესობა პირველივე პერიოდში გამოიკვეთა (27:10) და ტემპი არც შემდეგ დაუგდიათ.
თორნიკე შენგელიამ ამ გამარჯვებაში წვლილი ორმაგი დუბლით შეიტანა - 22 წუთში 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია.
ამრიგად, „ვირტუს ბოლონიამ“, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, ლუკა ბანკი, სეზონი ტიტულით დაიწყო.