ამსტერდამში, „აიაქსის“ ფანებმა „ფეიენოორდთან“ თამაშის ჩაშლის მიუხედავად არეულობა სტადიონს მიღმაც მოაწყვეს.
გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან „აიაქსს“ 1965 წლის შემდეგ ერედივიზიონში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
ფანების ნაწილმა „იოჰან კრუიფ არენას“ მთავარი შესასვლელის კარიც შეამტვრიეს და იქ შეაღწიეს, სადაც ინვენტარი დააზიანეს. ქალაქის ქუჩებში მობილიზებული იყო პოლიციაც.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსის“ „ფეიენოორდის“ მატჩი 3-ჯერ შეწყდა, 55-ე წუთზე კი ჩაიშალა. როტერდამელები იმ დროისთვის 3:0-ს იგებდნენ. სავარაუდოდ, „აიაქსი“ მკაცრად დაისჯება და ამ მატჩშიც ტექნიკური მარცხი ჩაეთვლება.