ძიუდო

18:30 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილის ვერცხლის მედალი ბაქოს გრანდ სლემზე

ბაქოს გრანდ სლემი საქართველომ ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც გურამ თუშიშვილმა მოიპოვა.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ტაჯიკი მანსურ რაჰმონი, რუსი თამერნალ ბაშაევი და ყაზახი ეირასილ კაჟაბაიევი დაამარცხა, ფინალში კი რუს ინალ ტასოევს გაეჯიბრა, მაგრამ 32 წამით ვაზარი მიიღო, რასაც მისი მხრიდან პროტესტი, მსაჯების მხრიდან კი გაფრთხილება და ბრძოლიდან მოხსნა მოჰყვა.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლა გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალამდე ყაზახი ადილ ორაზბაიევი, გერმანელი ერიკ აბრამოვი და აზერბაიჯანელი ჟამალ გამზათანოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ინალ ტასოევთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის გელას მეტოქე ბაშაევი იყო, მაგრამ იპონით მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ბაქოს გრანდ სლემი 1 ოქროს (ილია სულამანიძე) და 2 ვერცხლის (ეთერ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი) მედლით დაასრულა.

0.134298