„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ულად-ომარ იმრანი კარიერას ბეერ შევას „ჰაპოელში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც ჩანს, მაროკოელმა ფეხბურთელმა საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია და ისრაელის კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ულად-ომარ იმრანმა „დინამო თბილისში“ 2022 წლიდან 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მანამდე ის თბილისის „ლოკომოტივშიც“ თამაშობდა.