MLS-ში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალი“ 4:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ამჯერად საგოლე პასი მიითვალა.
საბა 30-ე წუთზე გატანაში ქსანდე სილვას დაეხმარა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ლობჟანიძეს MLS-ს ექვს მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 49 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 ოქტომბერს, „ფილადელფიასთან“ ჩაატარებს.