ფეხბურთი

10:25 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

AS: "მამარდაშვილი "ვალენსიას" გმირი კიდევ ერთხელ იყო"

„ვალენსია“ ლა ლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „ალმერიას“ დაუზავდა (2:2), გიორგი მამარდაშვილი კი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

ქართველი მეკარის შესახებ AS-მა დაწერა, რომ თავის გუნდს გმირის როლში მოევლინა და კიდევ ერთხელ იყო საუკეთესო:

AS: „ის კიდევ ერთხელ იყო თავის გუნდში საუკეთესო. რამდენიმე სეივი ჰქონდა, რითაც გუნდი გადაარჩინა. გოლებში არ გაუმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ორივე შემთხვევაში მისი მოგერიებული ბურთი თავდამსხმელის ფეხებთან დაეცა. თავისი გუნდი თამაშის ბოლოსაც გადაარჩინა. მან გმირის მანტია მოირგო“.

Eldesmarque: „0:1-ზე მან „ალმერიას“ ორი შესანიშნავი დარტყმა მოიგერია შესვენებამდე, რითაც ხელი შეუშალა ფრეს პირველივე ტაიმში”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 6 მატჩში ორჯერ აქვს კარი მშრალად შენახული და 6 გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

0.110455