ფეხბურთი

1:19 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა

ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად აუტსაიდერი „ბარნლი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 0:1.

მანჩესტსრელებმა ზედიზედ სამი წაგების შემდეგ გაიმარჯვეს და მათი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის თავზე ბოლო დროს შეგროვილი საავდრო ღრუბლები ოდნავ გაფანტეს.

ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა.

6 თამაშის შემდეგ 9 ქულით „მანჩესტერი“ სატურნირო ცრილში მე-8 ადგილზე დგას. ერთქულიანი „ბარნლი“ კი ცხრილის ფსკერზეა.

0.124007