„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში „სელტასთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა (3:2).
„საოცარი დაბრუნება გახლდათ. ბოლომდე გვჯეროდა საკუთარი თავის და თამამად ვითამაშეთ. თუმცა ყურადღებით გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს და გამოვიტანთ საჭირო დასკვნებს.
ეს დაბრუნება შესაძლებელი გახდა რწმენისა და გამარჯვების სურვილის წყალობით. როცა საუკეთესოდ არ თამაშობ, უნდა ისარგებლო ამ უპირატესობებით. ჩვენ უნდა წავსულიყავით რისკზე და ამან იმუშავა.
გავის ნებისმიერ ადგილას თამაში შეუძლია. თუ თქვენ უნდა აირჩიოთ ფეხბურთელი, რომელიც განასახიერებს დღევანდელ დაბრუნებას, მაშინ ეს ნამდვილად ის არის. მაგრამ გამარჯვება მთელმა გუნდმა მოიპოვა. 76-ე წუთზე მეტოქის მეორე გოლი ჩვენთვის შოკი იყო. ნორმალურ სიტუაციაში „ბარსელონა“ ვერ დაბრუნდებოდა.
დღეს ყველაფერი გამოვიდა, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი.“ – განაცხადა ჩავიმ.