კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „აპოელი“ სტუმრად „ანორთოსისს“ დაუზავდა - 1:1. ნიქოზიელთა ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.
ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 21-ე წუთზე პენალტით გახსნა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ფამაგუსტელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.
ქვილითაიამ 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლაშა დვალი მოედანზე შეუცვლელად იყო.
„აპოელს“ ოთხ თამაშში 5 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 სექტემბერს, „პაფოსს“ უმასპინძლებს.