ფეხბურთი

21:16 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ვინისიუსი სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმისგან და მზად არის სათამაშოდ“

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის თავდამსხმელის, ვინისიუსის გამოჯანმრთელებაზე ისაუბრა, რომელმაც ზაფხულის ბოლოს მიიღო ბარძაყის ტრავმა.

„ვინისიუსი 100%-ით გამოჯანმრთელდა. ის მზადაა სათამაშოდ. ხანდახან მიჭირს მოთამაშის სკამზე დატოვება, კონკურენცია ჩვენს გუნდში ძალიან მაღალია. ზოგიერთი ფეხბურთელი არ უნდა ნერვიულობდეს, თუ ვარჯიშზე ყველაფერი გაიღო, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.“ - ციტირებს ტვიტერზე ანჩელოტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურის „სელტასთან“ მატჩის პირველ ტაიმში (1:0) დაშავდა. გარემარბი შეხვედრის მე-18 წუთზე შეცვალეს.

0.113637