ფეხბურთი

14:44 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ამბობენ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა, მაგრამ ვამტკიცებ, რომ ასე არ არის"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ამტკიცებს, რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია.

„ამბობენ, რომ რონალდუ დასრულებულია, მაგრამ ასე არ არის. გავაგრძელებ თამაშს, სანამ ჩემი ფეხები არ იტყვის: „კრიშტიანუ, მე დავასრულე“. ჯერ კიდევ მაქვს ბევრი ძალა, დღემდე მიყვარს ფეხბურთი და გოლების გატანა, მიყვარს გამარჯვება. ამბობენ, რომ დავამთავრე, მაგრამ მაინც ვამტკიცებ, რომ ეს სიმართლე არ არის“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ 9 გოლით საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერია და უახლოეს მდევრებს 3 გოლით უსწრებს.

0.117328