ჭიდაობა

21:10 | 22.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმიას ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ ფინალამდე შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ ფინალში ვერაფერს გახდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ალჟირელი მოჰამედ იასინ დრიდი (12:2) და მოლდოველი არტიომ დელანუ (10:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ იასურბეკ ორტიკბოევს შეხვდა, რომელსაც 7:4 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ისინი ფინალში შარშანაც შეხვდნენ. გამარჯვება, როგორც შარშან, ახლაც აზერბაიჯანელს ერგო - 13:4.

ამრიგად, წურწუმია ვერცხლის მედალს დასჯერდა, რომელიც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პირველი მედალია.

0.126002