ძიუდო

18:22 | 22.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი ბაქოს გრანდ სლემზე

დღეს სტარტი აიღო ბაქოს გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ბრაზილიელ ჯესიკა ლიმას, ფრანგ შლოე დევიქტორს და პორტუგალიელ ტელმა მონტეიროს სძლია, ნახევარფინალში დარია კურბონმარადოვას აჯობა და ფინალში კოსოვოელ ნორა გაიკოვას გაეჯიბრა, რომელთანაც ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა ლუხუმ ჩხვიმიანს, რომელმაც მასპინძელი ბალაბაი აღაიევი, იტალიელი ანდრეა კარლინო და თურქი სალიჰ ილდიზი დაამარცხა, მაგრამ ჯერ ნახევარფინალი წააგო გამზატ ზაირბეკოვთან, მერე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მსაჯებმა მოხსნეს ფრანგ რომან ვალადიე პიკართან. ამავე წონაში გიორგი სარდალაშვილმა აზერბაიჯანელ ნაზირ ტალიბოვს აჯობა, თუმცა მერე რამაზან აბდულაევთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძემ სამხრეთკორეელ მეონჯინ კიმს აჯობა, თუმცა, ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა.ნესთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა. ვაჟა მარგველაშვილმა კი პირველივე შეხვედრაში ტაჯიკ ნურალი ემომალისთან წააგო.

ქალთა შორის, 52 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა მარი მახარაშვილი, რომელმაც ბელგიელ ამბერ რიეულთან განიცადა მარცხი.

აქვე გეტყვით, რომ ბაქოს გრანდ სლემზე 23-24 სექტემბერს კიდევ 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.137996