ფეხბურთი

0:18 | 22.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "გარსიასთვის ბედნიერებაა კვარაცხელიასთან ყოველდღე მუშაობა რომ უწევს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანკო სელვაჯიმ განაცხადა, რომ რუდი გარსიასთვის ბედნიერებაა ხვიჩა კვარაცხელიასთან ყოველდღე მუშაობა რომ უწევს.

„კვარაცხელია ფენომენია, საოცარი ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის. გარსიასთვის საბედნიეროდ მას აქვს საშუალება ყოველდღე იმუშაოს მასთან და მისი იმედი ჰქონდეს. რაც შეეხება სკუდეტოს, დარწმუნებული ვარ, „ნაპოლის“ შეუძლია მისი შენარჩუნება, ბრძოლა კი „ინტერთან“ მოუწევს“, - თქვა სელვაჯიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს ტურში 24 სექტემბერს, სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

0.113291