Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ რუდი გარსიას მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთხელ შეცვლაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ფრანგმა სპეციალისტმა „ბრაგასთან“ ნაადრევი შეცვლით ქართველს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა:
„გარსიამ კვარაცხელია ისევ შეცვალა? ეს მწვრთნელის მხრიდან მესიჯი იყო: თუ გენუაში შეცვლის შემდეგ თავს უცნაურად გრძნობდი, კიდევ ერთხელ შეგცვლი, რათა გაიგო ის, რომ რაც გააკეთე არასწორია და პატივისცემა საჭიროა, შენგან მეტს ვითხოვ.
მართალია, კვარა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მიმდინარე სეზონში არ გვინახავს მისგან ისეთი წვლილი, როგორც გასულ გასულ სეზონში. ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის ურთიერთობებში ესეც ხდება, ხანდახან ეს აუცილებელიცაა - მძიმე შეტაკება. ურთიერთობები იცვლება. ამიტომ, ჩემი აზრით ეს სიტუაცია დაკავშირებული არ არის კონტრაქტის საკითხთან“, - თქვა მარკეტიმ.