ფეხბურთი

19:32 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" რაჰმანი 3 კვირით გამოაკლდა

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ამირ რაჰმანიმ ტრავმა მიიღო და კლუბს გარკვეული პერიოდით გამოაკლდა.

სამედიცინო შემოწმება რაჰმანის ხვალ ჩაუტარდება, თუმცა, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კუნთის ტრავმის გამო კოსოვოელი დაახლოებით 20 დღე იუქმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოედანზე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

„ნაპოლის“ ამ პერიოდში სერია A-ში ოთხი მატჩის, ჩემპიონთა ლიგაზე კი ერთი მატჩის ჩატარება. რუდი გარსიას ცენტრალური მცველებიდან არჩევანი მხოლოდ ჟუან ჟეზუშს, ლეო ოსტიგორსა და ნატანს შორის დარჩა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ 24 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

0.115791