„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ასევე ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიასგან განტევების ვაცის წარმოჩენას ცდილობს.
„გარსიას მხრიდან კვარაცხელიას მიმართ აშკარა იდიოსინკრაზმს ვხედავ. როცა ნიჭიერი ფეხბურთელი გყავს, მხარი უნდა დაუჭირო და არ შეცვალო, რომ განტევების ვაცი გახდეს. ასეთ სიტუაციაში როგორი იქნება ქართველი ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ფრანგმა სპეციალისტმა ის ყველა ხსენებულ შეხვედრაში შეცვალა, ერთხელ კი, სულაც შეცვლაზე ათამაშა. „ნაპოლი“ 24 სექტემბერს, სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.