ფეხბურთი

16:49 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "კვერნაძე ახლა უკეთ მუშაობს, ვიდრე გუნდში მოსვლის პერიოდში"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „სალერნიტანასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი კვერნაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად კარგ ფიზიკურ კონდიციაშია.

„ის ორი კვირით ნაკრებში სათამაშოდ იყო წასული, სადაც ითამაშა. კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, არის ჩვენთვის ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ ეს ყველაფერი ზრდის პროცესის ნაწილიცაა. ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც უნდა გაიზარდოს. ახლა ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე მაშინ, როდესაც შემოგვიერთდა“, - თქვა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, გიორგი კვერნაძეს თამაშის შესაძლებლობა პირველ ტურში „ნაპოლისთან“ მიეცა, მაგრამ მას შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი თადარიგში დარჩა. „სალერნიტანა“ – „ფროზინონეს“ მატჩი 22 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.111368