ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართელოს ნაკრები 79-ე ადგილზეა.
ვილი სანიოლის გუნდს 1299.32 ქულა აქვს, ესპანეთსა და ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ კი ერთი პოზიცია დაკარგა.
…77. ჰონდურასი - 1305.78 ქულა
78. ბულგარეთი - 1300.74
79. საქართველო - 1299.32
80. ჩინეთი - 1297.25
81. გვინეა - 1293.11
ფიფას რეიტინგის სათავეში არგენტინის ნაკრებია, რომელსაც საფრანგეთის და ბრაზილიის ნაკრებები უდგანან კვალში. მოწინავე ათეულში ერთი ცვლილება მოხდა - პორტუგალიამ იტალიას გადაასწრო.
1. არგენტინა - 1851.41 ქულა
2. საფრანგეთი - 1840.76
3. ბრაზილია - 1837.61
4. ინგლისი - 1794.34
5. ბელგია - 1792.64
6. ხორვატია - 1747.83
7. ნიდერლანდები - 1743.15
8. პორტუგალია - 1728.58
9. იტალია - 1727.37
10. ესპანეთი - 1710.72
ფიფას განახლებული რეიტინგი 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.