ფეხბურთი

23:39 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელიას ჟესტი? ეს ნორმალურია, არანაირი პრობლემა არ ყოფილა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ „ბრაგასთან“ მატჩის წინ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი „ჯენოასთან“ შეცვლაზე ნორმალური იყო და პრობლემა არ არსებობს.

„კვარას რეაქცია? ნორმალური რეაქცია იყო. როცა ვიღაცას ცვლიან, ის ხშირად ვერ იღებს ამას. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ის საოცარი ბიჭია. „ჯენოასთან“ გუნდმა ვერ მოიგო და ამიტომ, ნერვიულობა არსებობდა.

კვარაზე და ოსიმენზე კონტრაქტის საკითხები იქნებ გავლენას ახდენს? არა, რადგან ისინი პროფესიონალები არიან. გუნდი მეტ-ნაკლებად იგივე დარჩა, თავისი იდენტობით და ახალი მწვრთნელით, რომელიც რაღაც განსხვავებულს იძლევა“, - თქვა მელუზომ.

0.112523