ფეხბურთი

22:20 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "გარსიამ ორი პრობლემა შექმნა - კვარაცხელია და ლობოტკა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუდი გარსიას ორი პრობლემა აქვს - სტანისლავ ლობოტკა და ხვიჩა კვარაცხელია.

„მე არ ვარ გენიოსი, მაგრამ პირველივე დღიდან ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. „ნაპოლის“ არც თავი აქვს და არც ბოლო, უჭირს, იდეების გარეშეა. დიდი დაბნეულობაა ფეხბურთელებში იმის გამო, რის გაკეთებასაც მწვრთნელი მათ აიძულებს. სპალეტი გენიოსი იყო, გარსია ყოჩაღი პერსონაა, მაგრამ სპალეტისთან საერთო არაფერი აქვს, დაცვაში უჭირთ, არ იციან, ბურთით რა გააკეთონ. ორი რეალური პრობლემაა: ლობოტკა შეიძლება ბევრჯერ ეხება ბურთს, მაგრამ თუ არ იცი, ბურთით რა გააკეთო, რა აზრი აქვს? გარსიამ ეს პრობლემა მიიღო, მანამდე „ნაპოლი“ გიჟურად თამაშობდა. მეორე პრობლემაა - კვარაცხელია. გენუაში ის მარჯვნივაც თამაშობდა, 10 წუთი მარცხენა ფლანგზე არავინ იყო, მას ასეთი რეაქცია სპალეტისთან არასდროს ექნებოდა. ასე რომ, ფეხბურთელები ანარქიულები არიან, დაბნეულები. „ნაპოლის“ გარსიასთან ერთად უჭირს, მაგრამ კონტეს თუ დანიშნავენ, გუნდი ისევ ათამაშდება, რადგან ფეხბურთელები ძლიერები არიან. მანამდე ნახავთ, რომ გარსია ლობოტკას სკამზე დასვამს კაიუსტეს გამო და 4-2-3-1 სქემით თამაშს დაიწყებს“, - თქვა კასანომ.

0.113007