„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ Mediaset-თან ისაუბრა, სადაც კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე. როგორც ფრანგმა აღნიშნა, ხვიჩასთან ილაპარაკა და მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა.
„მე ყველას ველაპარაკები და მასაც ვესაუბრე. მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მთავარია, არ ნერვიულობდეს იმის გამო, რომ გოლი ვერ გააქვს. როგორც ავუხსენი, მხოლოდ კარგ თამაშზე უნდა იყოს კონცენტრირებული და იფიქროს, რომ გადამწყვეტი იყოს არა მარტო გოლით, რომელიც თავისთავად მოვა, არამედ საგოლე პასებითაც“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბრაგას“ ესტუმრება. ხვიჩა კვარაცხელიამ „ჯენოასთან“ მატჩში შეცვლის შემდეგ გარსიას მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა, რასაც იტალიაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.