იტალიელმა ჟურნალისტმა გვიდო ტრომბეტიმ განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ მოუვიდა რუდი გარსიას გონებაში აზრად, ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა.
„კვარა-ძერბინის ცვლილება ძალიან დიდ ხმაურს არ იმსახურებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, როგორ უნდა იფიქრო ერთადერთი მოთამაშის შეცვლა, რომელსაც შეუძლია თამაშზე გავლენის მოხდენა? ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტშია. არ შეიძლება ის შეცვალო და შემდეგ მოჰყვე ისტორია, რომ ვარჯიშებზე სხვა ფეხბურთელებიც იხარჯებიან და შანსს იმსახურებენ“, - თქვა ტრომბეტიმ.