„ბრაგას“ ფეხბურთელმა ბრუმამ „ნაპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მომავალი მეტოქე შეაქო.
„კვარაცხელიაზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვეცდებით მის შეჩერებას, ისევე, როგორც მთელი „ნაპოლის“, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა ბრუმამ.
შეგახსენებთ, რომ „ბრაგასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.