Rai-ს ჟურნალისტი მასიმო კაპუტი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, მას მერე, რაც „ჯენოასთან“ შეცვალეს, შეცდომა იყო და ის მწვრთნელის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.
„ის უნდა გაჩუმდეს და მოედნიდან გავიდეს. ზოგადად დამოკიდებულებას შევცვლიდი, ძალიან დიდი პესიმიზმია იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 4 თამაშია ჩატარებული.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოწინააღმდეგეებიც არსებობენ, „ნაპოლი“ რა თქმა უნდა, შესწავლილია და წარმოუდგენელი იყო გასული სეზონის თამაშის გამეორება“, - თქვა კაპუტიმ