რუსული სპორტული არხის, Match TV-ის ყოფილი გენერალური პროდიუსერი და ამჟამად პროპაგანდისტული „გაზპრომ მედიის“ გენერალური დირექტორის მადგილე, თინა კანდელაკი, რუსეთის „თბილმა და ღუნღულა“ პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.
ამ უმაქნისი ინფორმაციის მოწოდებით არ გადავტვირთავდით ჩვენი პატივცემული მკითხველების ყურადღებას, რომ არა თინა კანდელაკის ერთობ ოდიოზური ფიგურა, რომელიც რუსეთის იმპერიის დიქტატორულ და კაციჭამია რეჟიმთან აგერ ამდენი წელია ურცხვად თანამშრომლობს და თავის ქართულ წარმომავლობას სამწუხაროდ მუდამ უსვამს ხოლმე ხაზს.
Match TV-ის ხელმძღვანელობის დროს, კანდელაკი სპორტში მოტრიალე რუსი ჟურნალისტების დაცინვის საგნად იყო ქცეული, რადგან როგორც აღმოჩნდა, ბედის ირონიით თბილისში დაბადებული ეს უტიფარი ქალი სპორტში ისე ერკვევა, როგორც პუტინი სინდისსა და ადამიანის უფლებებში.