„კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯოვანი სტროპა დაინიშნა. ლუკა ლოჩოშვილს სწორედ მასთან მუშაობა მოუწევს.
სტროპა ბოლოს „მონცას“ წვრთნიდა, რომელიც სერია A-ში გადაიყვანა, მაგრამ გასული სეზონის დასაწყისში გაათავისუფლეს.
„კრემონეზემ“ სერია B-ს 5 ტურში 5 ქულა მოიპოვა, 23 სექტემბერს კი, „ასკოლის“ უმასპინძლებს.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 3 თამაში ჩაატარა და ბალარდინი მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებდა.