გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ზალცბურგთან“ გოლისა და საგოლე პასის შემდეგ ოთარი Laola1-მა გამოარჩია, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებისგან ხმების 51% ქართველს ერგო.
კიტეიშვილმა აჯობა დონის ავდიაის (ჰარტბერგი, 24%), რობერტ ზულის (ლასკი, 14%), ატდე ნუჰიუს (ალტახი, 6%) და ანტონიო შმიდს (ლუშტეანუ, 5%).
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.