აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ულსან ჰიუნდაიმ“ ტაილანდური „პათუმ იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე მარტინ ადამს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ მატჩის გმირი უნგრელი ფორვარდი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ულსან ჰიუნდაის“ 3 ქულა აქვს და მეორე ტურში 3 ოქტომბერს, იაპონურ „კავაზაკის“ სტუმრად შეხვდება.