ფეხბურთი

13:54 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ უეფას რეგულაციები დაარღვია და შესაძლოა, დაისაჯოს

ინგლისურმა „ნიუკასლმა“ უეფას რეგულაციები დაარღვია და შესაძლოა, სანქციებს დაექვემდებაროს- წერს The Sun.

ძლიერი წვიმის გამო გუნდი მილანში 2 საათისა და 20 წუთის დაგვიანებით გაფრინდა. შედეგად, „კაჭაკების“ მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს პრესკონფერენცია 21 საათზე გაიმართა, თუმცა რეგლამენტი მოითხოვს, ჟურნალისტებთან შეხვედრა ადგილობრივი დროით 12:00-დან 20:00 საათამდე ჩატარდეს, გამონაკლისები კი წინასწარ შეთანხმდეს უეფა-სთან.

ჰოუიმ დაადასტურა, რომ გუნდი მილანში უამინდობის გამო გვიან ჩავიდა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, ასეთი შეფერხებები ფეხბურთში ხშირია და სანერვიულო არაფერიაო. „კაჭაკების“ მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდი მილანში ერთი დღით ადრე ვერ გაფრინდა, რადგან სურდა, კონფიდენციალურად ჩაეტარებინა ტაქტიკური სამუშაოები მოთამაშეებთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, „ნიუკასლი" „სან სიროს" სტადიონზე „მილანს" დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

თეგებინიუკასლი
0.118409