ფეხბურთი

2:00 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარსიას ახალი იდეა: 4-4-2 და კვარაცხელია თავდამსხმელად?

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა ჯიფუნიმ განაცხადა, რომ რუდი გარსია 4-4-2 სქემით თამაშზე ფიქრობს, ხვიჩა კვარაცხელიას კი, ვიქტორ ოსიმენის გვერდით, თავდამსხმელის პოზიციაზე მოიაზრებს.

„ამჟამად რთულია გუნდში დადებითი ასპექტის პოვნაც კი. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, ამაზე მიანიშნებს მწვრთნელის განცხადებებიც „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც თქვა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის წინ კონცენტრირება გაუჭირდა.

ფიქრობს თუ არა, გარსია კვარაცხელიას ნიჭის უკეთ გამოსაყენებლად ტაქტიკურ ალტერნატივებზე? მგონია, რომ მისი იდეაა 4-4-2 სქემით ითამაშოს, სადაც ქართველი ვიქტორ ოსიმენის უკან იმოქმედებს, როგორც თავდამსხმელი. მას აქვს ფეხბურთზე თავისი წარმოდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე მათი გამოყენება პრაქტიკაში ვერ მოახერხა“, - თქვა ჯიფუნიმ.

0.10341