ფეხბურთი

1:01 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარას შეცვლა? ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს, ფეხბურთის მშვენიერებაც ამაშია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა კრისტიან ბუკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს, რადგან ახლა ყველა მის წინააღმდეგ სათამაშოდ კონტრზომებს იღებს.

მან თქვა, რომ ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს, სწორედ ამაშია ფეხბურთის სილამაზე, მაგრამ თვითონ კვარაცხელიას არასდროს შეცვლიდა.

„ეს არის ფეხბურთის სილამაზე, სადაც ყველა მწვრთნელს აქვს თავისი იდეები, საბედნიეროდ, ყველას განსხვავებული. ჩემი აზრით, „ნაპოლიში“ რამდენიმე ფეხბურთელი შეუცვლელია და მათ შორის არის კვარაცხელია. მართალია, რომ ქართველი რამდენიმე თვეა ძველებურად ვერ თამაშობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მის თამაშს მეტოქეები სწავლობენ, ორმაგი მეურვეობით ეთამაშებიან, მის წინააღმდეგ კონტრზომებს იღებენ. მას მოუწევს რაღაცის შეცვლა და ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინება უნდა გამოიჩინოს, რომ არ ინერვიულოს“, - თქვა ბუკიმ.

0.113147