ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავა შეაქო და თქვა, რომ ის მისთვის და „სლოვანისთვის“ იბრძვის. თუმცა, სურს, რომ მისმა თანაგუნდელებმაც ჯაბას დონეზე ითამაშონ.
„სახელებს არ დავასახელებ, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ჩვენ ორთაბრძოლებში უბრალოდ ვაგვიანებთ. ასე ვიტყვი, ნორმალური არ არის, რომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშე მაინც ჯაბა კანკავაა. ის გულით და ემოციით თამაშობს, მას გამოვყოფ, რადგან ამას იმსახურებს, წარმოუდგენელია, თუ როგორ იბრძვის კლუბისთვის და ჩემთვის. თუმცა, სხვებიც მის დონეზე თუ არ ითამაშებენ. დავმარცხდებით“, - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 ტურში 8 ქულა აქვს მოპოვებული.