ჭიდაობა

20:32 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ გამყრელიძის ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

79 კგ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი რუსეთის წარმომადგენელ ახმედ უსმანოვთან 1:4 დამარცხდა, რის შედეგადაც მეორე ადგილს დასჯერდა. გამყრელიძემ (79 კგ) ფინალამდე ლატვიელი ალანს ამიროვსკი (8:0), ყაზახი ბოლატ საკაიევი (8:2) და უკრაინელი ვასილ მიხაილოვი (10:4) დაამარცხა. გამყრელიძემ მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო ვერცხლის მოპოვება.

ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა მირიან მაისურაძეს (92 კგ), მაგრამ თურქ ფეიზულაჰ აკთურქთან 3:5 წააგო. მირიანი ბრძოლის დასრულებამდე 19 წამით ადრე დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ორი ვერცხლის (გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალია (შოთა ფარტენაძე).

ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი თავისუფალი სტილით ნაკრებს კიდევ აქვს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველომ ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ხვალ ბრინჯაოსთვის გივი მაჭარაშვილი იჭიდავებს.

0.118995