ჭიდაობა

17:06 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ფარტენაძეს ნაწლავი გაუსკდა და ბელგრადში ოპერაცია გაუკეთეს

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე შოთა ფარტენაძემ გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა. რეპეშაჟის ფინალის დასრულებიდან ორიოდ წუთში ფარტენაძემ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვერ შეძლო.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს. შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოკვლეამ აჩვენა, რომ სპორტსმენს ნაწლავი გაუსკდა და გადაუდებელი ოპერაციაც ჩატარდა. ექიმების განცხადებით შოთა ფარტენაძე კლინიკაში მინიმუმ ერთი კვირა დარჩება.

0.12234