„ბაიერნში“ კიმ მინ-ჯეს გადასვლის შემდეგ მატაის დე ლიხტმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
ნიდერლანდელმა მცველმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ ათამაშებს ტომას ტუხელი, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
„წარმოდგენა არ მაქვს ძირითადში რატომ ვერ ვხვდები, მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ის მეუბნება და მხოლოდ 10 წუთი ვთამაშობ. არ მესმის, მაგრამ ახსნა-განმარტება მე არ უნდა გავაკეთო, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის მუშაობა და გაუმჯობესება. დანარჩენი მწვრთნელის საქმეა, ის იღებს გადაწყვეტილებებს“, - თქვა დე ლიხტმა.
მატაის დე ლიხტმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ოთხჯერვე შეცვლაზე და სულ მოედანზე მხოლოდ 37 წუთი გაატარა.