თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე შოთა ფარტენაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
61 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი ვალენტინ ბლიასეცკი დაამარცხა. შეხვედრა 5:5 დასრულდა, მაგრამ 4-ქულიანი გდება შოთამ მიითვალა, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ეს პირველი მედალია საქართველოსთვის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ფარტენაძემ, რომელიც პირველად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლამდე ჯერ ანდრე ბეკრენუს ბარიერი დაძლია (5:0), მეოთხედფინალში უზბეკ ჯაჰონგირმირზა ტურობოვთან იმარჯვა (5:3), მაგრამ ნახევარფინალში აბასგაჯი მაგომედოვთან 0:10 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ შოთა ფარტენაძემ წელს ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვა.