საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტური დღეს ორი მატჩით დასრულდა, რომელშიც უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ.
წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „საბურთალოს“ 1:0 აჯობა, რის შედეგადაც გორის „დილას“ გადაასწრო და 42 ქულით მეოთხეა. „საბურთალო“ 45 ქულით მესამე ადგილს ინარჩუნებს.
„სამტრედიამ“ ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა. იმერული გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგება და მიჯრით მეოთხე წაუგებელი თამაშია. შედეგად, „სამტრედია“ 19 ქულით მერვე-მეცხრე პოზიციებს „გაგრასთან“ იყოფს. „შუქურა“ 7 ქულით ღრმა აუტსაიდერია.