MLS-ში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ „ინტერ მაიამი“ 5:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა.
საბა მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და მიუხედავად მცირე დროისა, ორჯერ მოახერხა ასისტის მითვლა, რითაც კლუბის ისტორიაშიც შევიდა. ის „ატლანტას“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეცვლიდან ორი საგოლე პასი გააკეთა.
საბას ამერიკული კარიერა მაგრად დაიწყო - 3 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. „ინტერ მაიამიში“ არ უთამაშია ლიონელ მესის, რომლის გარეშეც გუნდმა უშანსოდ წააგო.
„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 45 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 სექტემბერს, „დი სი იუნაიტედს“ ესტუმრება.