ფეხბურთი

1:09 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „ბეტისი“ გაანადგურა

ესპანური პრიმერას მე-5 ტურის გვიან შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ანგარიში 25-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა გახსნა, 32-ზე რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ბურთი შეაგდო. ამას ფერან ტორესის (62-ე წთ), რაფინიას (66) და ჟოაუ კანსელუს (81) გოლები მოჰყვა. ლევანდოვსკიმ ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

5 მატჩის შემდეგ „ბარსელონამ“ 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა მადრიდის „რეალი“ მას ერთი ქულით ჩამორჩება და კვირას, 17 სექტემბერს „სოსიედადს“ მასპინძლობს. ასე რომ, შესაძლოა, ლიდერი შეიცვალოს.

0.114894