პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში, „ნიუკასლ იუნაიტედმა“ შინ „ბრენტფორდს“ 1:0 მოუგო.
„კაჭკაჭებისთვის“ გოლი თავდამსხმელმა, კალუმ უილსონმა გაიტანა, რომელმაც მატჩის 64-ე წუთზე პენალტი გარდასახა.
შეგახსენებთ, რომ ტიტულის ერთ-ერთმა მაძიებელმა, „ნიუკასლმა,“ პრემიერლიგაში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ გაიმარჯვა.
„ბრენტფორდი“ კი პირველად დამარცხდა მიმდინარე სეზონში. ახლა ორივეს 6-6 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-10-11 ადგილებს იყოფენ. ამდენივე ქულა აქვთ „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ მანჩესტერ იუნაიტედს.“ ისინი მე-12-13 ადგილებზე დგანან.