ფეხბურთი

22:24 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის გოლი ბოსნიის ჩემპიონატში

ბოსნიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ველეზ მოსტარმა“ სტუმრად „იგმანი“ 4:2 დაამარცხა, გიორგი გულიაშვილმა კი, გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა და „ველეზში“ სადებიუტო გოლი შეაგდო, მან 94-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, „იგმანში“ დინო ჰამზიჩმა ითამაშა, რომელიც წლების განმავლობაში საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა. თუმცა, გულიაშვილს მისთვის არ გაუტანია გოლი, რადგან ჰამზიჩი 81-ე წუთზე გააძევეს.

„ველეზ მოსტარი“ 11 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 23 სექტემბერს, „სლოგას“ უმასპინძლებს.

0.129403