ფეხბურთი

22:06 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ „მილანი“ გაანადგურა

იტალიური სერია A-ს მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს „დაუძინებელი მტრები,“ „ინტერი“ და „მილანი“ შეხვდნენ. აქამდე ორივეს 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა - 3 მატჩი, 3 მოგება. ამიტომ ეს ფაქტი მატჩს დამატებით დატვირთვას აძლევდა.

მაგრამ ბრძოლა არ გამოვიდა. „ინტერმა“ 5:1 გაიმარჯვა და 12 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეორე ადგილზე 10-ქულიანი „იუვენტუსია.“ მესამეზე - 9-ქულიანი „მილანი.“

დუბლი მიითვალა ინტერელთა სომეხმა ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა (მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა). თითოც მარკუს ტიურამმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ (პენალტით) და დავიდე ფრატეზიმ გაიტანეს.

მილანელთაგან ერთი საპაპუხო ბურთი რაფაელ ლეაომ შეაგდო.

0.138467