დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სამი შეხვედრა იმართება. ერთი მატჩი უკვე დასრულდა. „თელავმა“ თავის „კავკასია არენაზე“ ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში 50-ე წუთზე თელაველთა ჰაიტელმა, ჟონელ დეზირემ გახსნა. რვა წუთში ბათუმელმა პაატა ღუდუშაურმა გაათანაბრა. 91-ზე კი უკრაინელმა ევგენი პროტასოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგადმ „თელავმა“ 24 ქულა მოაგროვა და მეშვიდე ადგილზეა, 52-ქულიანი „ბათუმი“ კი ისევ ერთპიროვნული ლიდერია, თანაც ერთი თამაშით ნაკლები გამართა.
ეს ზღვისპირელთა მთავარი მწვრთნელის, ანდრი დემჩენკოს პირველი მარცხი გახლავთ ახალ კლუბში.