ფეხბურთი

13:43 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "იუვენტუსის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ უჩივის. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, პორტუგალიელმა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

რონალდუ იტალიურ კლუბს 19.5 მილიონ ევროს ედავება, რომელიც მას კორონავირუსის პერიოდში არ მიუღია, როდესაც კლუბში ხელფასები გადაავადეს. ამიტომაც, პორტუგალიელმა სამართლებრივი ზომების მიღება გადაწყვიტა. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში 134 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა.

0.121062