ჩოგბურთი

22:17 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და ჯოკოვიჩი 36-ე ურთიერთშეხვედრის მოლოდინში

შანხაის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში “ნაადრევი ფინალი” ჩატარდება – ხვალ, ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ შეჯიბრების ფავორიტები შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან.

ფედერერი ნახევარფინალში ფრანგი ჟულიენ ბენეტოს 7:6, 6:0 დამარცხებით გავიდა და საკუთარი თამაშით კმაყოფილიც დარჩა: “დღეს კიდევ უფრო უკეთ ვითამაშე, ვიდრე ბაუტისტა-აგუტთან. ვფიქრობ, ჯერჯერობით შანხაის ტურნირის საუკეთესო მატჩი ბენეტოს წინააღმდეგ ჩავატარე”. როჯერი ჯოკოვიჩთან ხვალინდელ დაპირისპირებასაც შეეხო: “ჩვენი შეხვედრები ყოველთვის საინტერესოდ და ორივესთვის რთულად მიმდინარეობს. მეც და ნოვაკიც სადღეისოდ კარგ ფორმაში ვართ და შანხაიში ასპარეზობაც მოგვწონს. პაუზის შემდეგ პირველ შეჯიბრებაზე გამოვდივარ და ვიმედოვნებ, ჯოკოვიჩის წინააღმდეგ მაღალ დონეზე, სტაბილურად გამოვალ”.

ხვალინდელ ნახევარფინალს რეიტინგსიის სერბი ლიდერიც მოუთმენლად ელის: “როჯერი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ფედერერი პრინციპულ მატჩებს ყოველთვის სათანადოდ ატარებს. ამასთან, შვეიცარიელი ყველგან გულშემატკივართა მახარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი არაა, მოგებისთვის ორივეს მაქსიმუმის გაღება დაგვჭირდება”.

შეგახსენებთ, ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს 35-ჯერ შეხვდნენ და როჯერი 18:17 წინაა. ამასთან ჯოკოვიჩი ერთადერთია, რომელსაც როჯერი ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრებაზე ჰყავს დამარცხებული.

0.121162