ფეხბურთი

21:10 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Voetbalzone: "მიქაუტაძე ხმაურით მოიყვანეს, მაგრამ დებიუტი იმედგაცრუება იყო"

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა „ტვენტეს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში არ იყოს. ნიდერლანდური პრესა წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ძალიან ცუდი დებიუტი ჰქონდა „აიაქსში“, რის გამოც მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი მის შეცვლას აპირებს.

„მიქაუტაძე დიდი ხმაურით მოიყვანეს და ბევრი ფული დაჯდა, მაგრამ მისი დებიუტი საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო. რას გააკეთებს ახლა სტეინი? დატოვებს მას ძირითადში თუ სხვას აირჩევს? შეუძლია აკპომიც აირჩიოს“, - წერს voetbalzone.

შეგახსენებთ, რომ რომ „ტვენტესა“ და „აიაქსის“ მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

0.115816