ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო სალამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მას „ნაპოლისა“ და „ჯენოაში“ აქვს ნათამაშები და ამ გუნდების დაპირისპირების წინ გააკეთა კომენტარი.
„კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ ყიდვა ჯუნტოლის გადატრიალება იყო. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემს სტილში თამაშობს და მგავს სირბილით, ფინტებით, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან მგავს, როდესაც „ტორინოში“ ვთამაშობდი, მაგრამ ჩემზე მეტად ცდილობს გოლის გატანას“, - თქვა სალამ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.