ფეხბურთი

18:53 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო „ჩელსის“ ევროტურნირებზე არყოფნის შესახებ: „გუნდისთვის უკეთესია, ტრავმები მოგვეძალა“

„ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლონდონური კლუბის ამ სეზონში ევროტურნირებზე ართამაშის თაობაზე ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„გუნდისთვის ეს უკეთესია. ახლა შეთხელებული შემადგენლობა გვყავს, რადგან ბევრი მოთამაშე დაშავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ახლა გამოჯანმრთელების მეტი შანსი გვაქვს, რათა კონკურენტუნარიანები გავხდეთ.

ჩვეულებრივ, „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ხვდება ხოლმე, მაგრამ ახლა ამ გარემოებების შეცვლა ჩემს ძალას აღემატება. მომავალ სეზონში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ევროპულ შეჯიბრებებში.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს „ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა და შვიდი წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა ევროტურნირებზე. მიმდინარე სეზონში ლონდონურმა კლუბმა ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ქულა დააგროვა და ასევე მე-12 ადგილზეა.

0.114423